planeta.ge Posted December 21, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2021 შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო 4 თვეა რაც ფუნქციონირებს- ამის შესახებ ინფორმაციას მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტო ემსახურება ხაშურის, ქარელის, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებს. სააგენტოს ძირითად მოვალეობაში შედის მიუსაფარი ძაღლების და კატების სტერილიზაცია-კასტრაცია ასევე ავადმყოფი და ნაავარიები ძაღლის და კატის მკურნალობა სააგენტოში შემოყვანილი ყველა ცხოველი გადის შესაბამის სამედიცინო შემოწმებას მუშავდებიან პარაზიტებზე უკეთდებათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ ძაღლი კვლავ ბრუნდება ბინადრობის ადგილას,“ – აცხადებენ სააგენტოში. მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში მოქალაქეებს დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ. ცხელი ხაზი ტელ: 595 33 55 08 REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts