Jump to content
Planeta.Ge

სააკაშვილის ადვოკატები 7 ნოემბრის საქმეზე ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის ზაზა გოგავას დაკითხვას მოითხოვენ


Recommended Posts

თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე მსჯელობს – ამჯერად საუბარია 2007 წლის 7 ნოემბრის ეპიზოდზე. მე-3 პრეზიდენტის ადვოკატები საქმეზე პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის ზაზა გოგავას სასამართლოში დაკითხვას მოითხოვენ.

“სიმართლის ძიებასთან ამ საქმეს არავითარი ადგილი არ აქვს, აქედან გამომდინარე, პროკურატურა დღესაც პოლიტიკურად მოტივირებულ საკითხებს წამოაყენებს.

ჩვენი ორი სამართლებრივად მნიშვნელოვანი შუამდგომლობა გვექნება. პირველი ეხება მტკიცებულებების დართვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების შელახვას ადასტურებს პენიტენციურ სისტემაში, ამავე დროს, ჩვენ მოვითხოვთ ამ საქმეზე უკვე დაკითხული ორი მოწმის ხელახალ დაკითხვას,” – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ და მსჯავრდებულ მე-3 პრეზიდენტს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების ხელში ჩაგდებას ედავებიან.

პროცესი საქალაქო სასამართლოში უკვე ერთი საათია მიმდინარეობს და მას სააკაშილი არ ესწრება.

The post სააკაშვილის ადვოკატები 7 ნოემბრის საქმეზე ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის ზაზა გოგავას დაკითხვას მოითხოვენ appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...