planeta.ge Posted December 23, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2021 სასამართლო ბრალდება 7 ნოემბრის საქმეზე დაკითხული ჰყავს 150-ზე მეტი პირი, მათ შორის არიან ყოფილი თანამდებობის პირები. ადამიანები, რომლებიც ესწრებოდნენ მიხეილ სააკაშვილის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ისინი ადასტურებენ, რომ ყველა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან თანხმდებოდა, – ამის შესახებ პროკურორმა ლაშა ცხვიტაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.„სასამართლო სხდომაზე სააკაშვილმა თქვა, რომ დილით, გაღვიძების შემდეგ გაიგო რა ხდებოდა რუსთაველზე. საქმეში არის სატელეფონო საუბრების ამონაწერები, საიდანაც დგინდება, რომ აქციის პირველი დარბევიდან ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრამდე, სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს სულ მცირე 40-ჯერ ესაუბრა. ის ასევე იყო კავშირში იუსტიციის მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და ყველა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთან. ის ასევე ამბობდა, რომ ბრაზობდა ვანო მერაბიშვილზე მისი გადაწყვეტილებების გამო. 9 ნოემბერს, აქციის დარბევიდან ორ დღეში, სააკაშვილმა გამოსცა განკარგულება და „ღონისძიების წარმატების ჩატარებისთვის“, უმაღლესი წოდება – გენერალ-მაიორის წოდება, მიანიჭა შს მინისტრის მოადგილეს. მოადგილეს, რომელიც უშუალოდ კურირებდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს. სწორედ ეს დეპარტამენტი აქტიურობდა განსაკუთრებულად მოქალაქეების დარბევისას“, – განაცხადა ლაშა ცხვიტაიამ.The post ლაშა ცხვიტაია: სააკაშვილის მტკიცებით, მან 7 ნოემბრის დარბევა დილით ტელევიზიით გაიგო, თუმცა 40-ჯერ ესაუბრა ვანო მერაბიშვილს appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts