Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo გიორგი გახარია განცხადებას აკეთებს


Recommended Posts

„შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიცაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა, დეოკუპაცია“, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, შიმშილობა პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

„პრეზიდენტმა საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა და მას ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის ის, რაც ქვეყანას წარსულში აბრუნებს და არ მიჰყავს წინ. შესაბამისად, უნდა გავაკეთოთ მარტივი რამ, ყველა უნდა ვეცადოთ, პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ იმ შესაძლებლობებით, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ის შესაძლებლობები, რომ ყველა ჩვენი წარმომადგენლობა, საკანონმდებლო დონეზე, ჩვენი ინიციატივები, ყველაფერი იქნება იმით განსაზღვრული, რომ პრეზიდენტს ამ მისიის შესრულებაში დავეხმაროთ, რომელიც მარტივი არ იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამას.

შიმშილობა, რა თქმა უნდა, არის პროტესტის ფორმა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ქვეყანაში რეალური პრობლემა, ახალი წლის წინ აქვს თითოეულ ოჯახს, შემოსავლების, სიღარიბის, ინფლაციის, სამუშაო ადგილების მხრივ და ა.შ.  ეს ის პრობლემებია, რომლებზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ეროვნული შეთანხმება, კონსენსუსი უნდა შედგეს ამაზე და არა კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე ან არგათავისუფლებაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

The post გიორგი გახარია განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...