planeta.ge Posted December 22, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2021 „პრემიერად დანიშვნის დღიდან მთავარი ყურადღება, აქცენტი გადატანილი მაქვს ეკონომიკის აღდგენაზე“, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით მთავრობამ შედეგიანი ნაბიჯები გადადგა და ეკონომიკა უპრეცედენტოდ იზრდება.„ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც ძალიან ეფექტიანი და რაც მთავარია შედეგიანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენს გუნდთან ერთად და ამიტომაც, უპრეცედენტოდ სწრაფად მოვახერხეთ ეკონომიკის დროული აღდგენა, სტიმულაცია, დივერსიფიკაცია და ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. წინა წლების კლების შემდეგ მარტიდან ყოველთვიური ეკონომიკური ზრდა დადებით მაჩვენებელში გადავიდა, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელს დავხურავთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, რაც რეგიონში კი არა, ევროპაშიც უპრეცედენტოა ირლანდიის შემდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.The post ღარიბაშვილი: პრემიერად დანიშვნის დღიდან მთავარი აქცენტი გადატანილი მაქვს ეკონომიკის აღდგენაზე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts