Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo ვის ექნება უფასო მგზავრობის უფლება


Recommended Posts

თბილისის მერიის განცხადებით, უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს.

უფასო მგზავრობის უფლება ექნებათ:

ა) თბილისში რეგისტრირებულ ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე ნებისმიერ პირს, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილე უსინათლო პირთა გამცილებლებს;

ბ) თბილისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;

გ) თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავებს, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედების ზონაში;

დ) თბილისში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;

ე) თბილისში რეგისტრირებულ სამხედრო ძალების ვეტერანებს;

ვ) თბილისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრებს;

ზ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორებსა და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს;

ი) თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, რომლებსაც ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“;

კ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ თბილისში მცხოვრებ ყოფილი პატიმრების სტატუსის მქონე პირებს;

ლ) შპს „თბილსერვის ჯგუფში“ მომუშავე დამგველებს, მეეზოვეებს, სპეც. მორიგე ბრიგადების დამგველებს, მუშებს, დამხმარე მუშებს და მძღოლებს;

ლ​1) შპს „ჰერმესში“ მომუშავე ტექნიკურ მუშაკებს (მესაფლავეებს);

მ) ქალაქ თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებულნი;

ნ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის“ თანამშრომლებს.

ო) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ თანამშრომლებს.

The post ვის ექნება უფასო მგზავრობის უფლება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...