planeta.ge Posted December 22, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2021 „ადამიანებმა უსაქმურობის გამო დაიწყეს ონლაინ კაზინოებში თამაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანები არიან სოციალური პოლიტიკის მძევლები.„ჩვენ გვაქვს გეგმები, რომელიც უკავშირდება სოციალური პოლიტიკის შეცვლას, რომელიც კატასტროფული, დამღუპველია, რადგან ჩვენ თაობებს ვკარგავთ უბრალოდ, ადამიანები მივაჩვიეთ უმუშევრობას და რეალურად გავხადეთ მძევლები ამ არასწორი, არაჯანსაღი სოციალური პოლიტიკისა და ეს უნდა შეიცვალოს.ამის თაობაზე მე ღიად უკვე დავიწყე საუბარი.ამ მიზანს უკავშირდება ონლაინ კაზინოების შეზღუდვაც. მადლობა ჩვენს პარლამენტს, დეპუტატებს, მესამე მოსმენით დაჩქარებული ტემპებით დღეს იქნა ეს მიღებული.ონლაინ კაზინოებში ჩართული ასობით, ათასობით ადამიანი უნდა გადავიყვანოთ სხვა საქმიანობაზე.თქვენი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 1.5 მილიარდს ხარჯავდა ისევ გაჭირვებული, ღარიბი ფენა, სოციალურად დაუცველები, რომლებიც უსაქმურობის გამო, იმის გამო, რომ ვერ მუშაობდნენ, იმის გამო, რომ სისტემამ უბრალოდ ისინი დააშინა და ვერ მუშაობდნენ, რადგან თუ მუშაობას დაიწყებდნენ, მოეხსნებოდათ სოციალური დახმარება, ამ მანკიერ წრეში ჩაერთნენ, როგორიცაა ონლაინ კაზინოები, თამაში, ნარკომანია და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.The post ღარიბაშვილი – ადამიანებმა უსაქმურობის გამო დაიწყეს ონლაინ კაზინოებში თამაში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts