planeta.ge Posted December 22, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2021 „კოვიდ-19“-ის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.როგორც „პოლიტიკო“ წერს, გებრეისუსმა თქვა, რომ სჯერა, პანდემია მომავალ წელს დასრულდება, რადგან ვირუსთან საბრძოლველად ყველა ინსტრუმენტი აქვთ.„2022 წელი „კოვიდ-19“-ის პანდემიის დასასრული უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ორი წელი ამ ვითარებაში ვართ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ვირუსს და გვაქვს ყველა იარაღი“, – აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.ჯანმოს პროგნოზით, ვაქცინის მარაგი მსოფლიოში ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციისა და 2022 წლის პირველი კვარტლისთვის მაღალი რისკის მქონე პოპულაციებისთვის „ბუსტერ“ დოზის მიღებისთვის საკმარისი უნდა იყოს.The post ჯანმომ პანდემიის დასრულების თარიღი დაასახელა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts