Jump to content
Planeta.Ge

tia პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს


Recommended Posts

1618218441_1618217717081061.jpg

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წერილს ავრცელებს და ცნობილი ლოტბარის, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

"ბატონი ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამოჩვენთვის ფრიად სამწუხაროა, რომ არაერთი გამორჩეული პიროვნება გამოგვაკლდა წელს და მარადიულობის წევრი გახდა.ამჟამადაც დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ ქართველს, ქართული კულტურის უერთგულეს მსახურს, ბატონ ჯემალ ჭკუასელს.მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა „ერისიონმა“ ,,სუხიშვილებთან“ და „რუსთავთან“ ერთად მსოფლიო დიდება მოუტანა ქართულ ხელოვნებას, ქართულ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ აზროვნებას და ჩვენს მომავალ თაობასაც ამ მხრივ განვითარების სწორი ორიენტირი განუსაზღვრა.ღმერთმა აცხონოს ბატონი ჯემალის უკვდავი სული და უფლის სავანეში დაამკვიდროს, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ანსამბლ „ერისიონს“ კი - მისი ლეგენდარული ხელმძღვანელის სახელის კიდევ უფრო წარმოჩენა" - წერია ოატრიარქის სამძიმრის წერილში.

 

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო არტისტს, ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელს, ჯემალ ჭკუასელს დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ.

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...