Jump to content
Planeta.Ge

tia "ვეხმაურებით ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ მორიგ დეზინფორმაციას" - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს


Recommended Posts

1640085613_17f323c5_didipng.png

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასულ სიუჟეტი მორიგი დეზინფორმაციაა.

 

„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ მორიგ დეზინფორმაციას, რომელიც საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს.

 

კერძოდ, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასულ სიუჟეტში მიზანმიმართულად იყო დამახინჯებული ინფორმაცია პროკურორების - გიორგი მუჯირის და ზვიად ფხაკაძის საკუთრებაში თითქოსდა, არსებულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით.

 

აღნიშნულ სიუჟეტში ბინის მესაკუთრედ დასახელებული იყო ზვიად ფხაკაძე, რაც მორიგი სიცრუეა და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან რეალურად ბინის მესაკუთრე ზვიად ფხაკაძის ძმა და მისი ოჯახია.

 

ასევე, „ტვ პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, თითქოს, პროკურორ გიორგი მუჯირის საკუთრებაშია გუდაურში მშენებარე სასტუმრო კომპლექსი, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. რეალურად, რაც საჯაროდ არსებული ინფორმაციითაც დასტურდება, მშენებლობას აწარმოებს ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა, სადაც სხვა წევრებთან ერთად, გიორგი მუჯირის და, ნინო მუჯირი არის ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი. შექმნილ ამხანაგობასთან კი, პროკურორ გიორგი მუჯირს არავითარი შემხებლობა არ გააჩნია.

 

თვალსაჩინოა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოს პროკურატურის და კონკრეტულად ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორების მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, რაც ცალსახად მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყების დისკრედიტაციას.

 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია პროკურატურის თანამშრომლების მიმართ, არის მცდელობა იმისა, რომ საპროკურორო ფუნქციების განხორციელებისას, პროკურორებზე ზემოქმედება მოახდინონ. მათ გასაგონად, ვინც დგას პროკურატურის მიმართ წამოწყებულ ორკესტრირებული პიარკამპანიის უკან, გვინდა ვთქვათ, რომ ვერანაირი ცილისმწამებლური კამპანია ვერ შეაფერხებს პროკურატურის საქმიანობას და მსგავსი თითოეული ყალბი ინფორმაციის გავრცელებას პასუხი გაეცემა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...