planeta.ge Posted December 21, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2021 ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში „ომიკრონის“ შტამის დაფიქსირების შესახებ საუბრობს და მოსალოდნელ საფრთხეებს განიხილავს. „თუ „ომიკრონი“ დროის მოკლე მონაკვეთში გავრცელდება, ჰოსპიტალურ სექტორში ძალიან დიდი რისკი დაგვიდგება. დღეს ქვეყანაში 35 000 აქტიური შემთხვევა გვაქვს და დაახლოებით 5 700 არის კლინიკაში მოთავსებული და თუ ომიკრონი გახდება დომინანტური, რისკი ჩნდება, რომ დროის ერთ მონაკვეთში შეიძლება, 100 000-ზე მეტი პაციენტი დაგროვდეს. რაც შეეხება ვაქცინების ეფექტიანობას, სამწუხაროდ, დიდად შემცირებულია. „ფაიზერის“ ორი დოზის შემთხვევაში, „ომიკრონის“ გამანეიტრალებელი ძალის ეფექტიანობა 35%-ია. თუ ადამიანი იმატებს ბუსტერ დოზას, დაცვა იზრდება 75%-მდე. „ასტრაზენეკას“ ეფექტიანობა მკვეთრად შემცირებულია და ორი დოზის შემდეგ საჭიროა „ფაიზერის“ ბუსტერის მიღება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts