planeta.ge Posted December 21, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2021 საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლო პროცესი ხვალ, 22 დეკემბერს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩატარდება. ადვოკატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს მის სასამართლო სხდომებზე დასწრების სურვილი აქვს, თუმცა დაესწრება თუ არა სააკაშვილი ხვალინდელ პროცესს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ხვალ საქმის პირველი არსებითი განხილვა გაიმართება. პროცედურულად, მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა წარმოთქვან. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts