Jump to content
Planeta.Ge

“მთავრობამ თავისი ჭკუით, ეშმაკური სვლა ჩაიფიქრა… ამით დააწყნარებს ქსენოფობებს” – გია ნოდია


Recommended Posts

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ნამახვანჰესი შესაძლოა ქართულმა კომპანიამ ააშენოს, სოციალურ ქსელში ეხმაურება ანალიტიკოსი გია ნოდია და წერს:

 

 

„ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიას საფუძვლად ედო ორმაგი მოტივი. ერთი იყო ქსენოფობიური, მეორე კი მემარცხენე, რომელიც, თავის მხრივ იყოფოდა ორ ნაწილად: ანტიკაპიტალიზმი და გარემოს დაცვა (ეს ორი ტრადიციულად გადაბმულია ერთმანეთთან, მაგრამ მთლად იგივეობრივი არ არის).

ამ რიტორიკიდან ჩანს, რომ ხელისუფლებამ, ჩემი აზრით, სწორად, შეაფასა სიტუაცია იმ აზრით, რომ ქსენოფობიური კომპონენტი ამ კამპანიაში ობიექტურად ძირითადი იყო. საპროტესტო კამპანიის წარმატება (რაც ინვესტორის „გაგდებაში“ გამოიხატა) ძირითადად ქსენოფობიური ემოციის სიძლიერემ და ამ ემოციაზე მოთამაშე ჯგუფების აქტივობამ გადაწყვიტა. მემარცხენეები, ობიექტურად, პარაზიტები იყვნენ, ვინც ქსენოფობიაზე დამყარებული კამპანიის ძალა გამოიყენეს და, ამავე დროს, მისი ლეგიტიმაცია მოახდინეს (სუბიექტურად რა მოტივები ამოძრავებდათ, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი არაა),“- წერს გია ნოდია.

მისი თქმით, ხელისუფლებამ „ეშმაკური სვლა“ ჩაიფიქრა, სახელმწიფო ჩართო პროექტში, რათა გაანეიტრალოს მთავარი ლოზუნგი – ქართული მიწა არ იყიდება.“

„ხელისუფლების ქცევის მიზეზი თავის მხრივ ორია: ქსენოფობიური ჯგუფები მემარცხენე აქტივისტებზე ობიექტურად გაცილებით უფრო ძლიერები არიან; გარდა ამისა, ისინი ხელისუფლების ძირითადი მოკავშირეები არიან ოპოზიციასთან ბრძოლაში, ამიტომ მათ ანგარიში უნდა გაეწიოთ. (მთავრობა მოკავშირეებში ზოგი ანტიკაპიტალისტი მემარცხენეცაა, მაგრამ ეს თემას ნაკლებად ეხება: ზოგადად, მთავრობას შეუძლია, მემარცხენეები დაიკიდოს).

ჰოდა, ამ ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობამ თავისი ჭკუით, ეშმაკური სვლა ჩაიფიქრა: სახელმწიფო უნდა ჩაერთოს პროექტში, რათა გაანეიტრალოს მთავარი ლოზუნგი – „ქართული მიწა არ იყიდება.“ ამით დააწყნარებს ქსენოფობებს და, დიდწილად, ანტიკაპიტალისტებსაც. გარემოს დამცველები რას იფიქრებენ, არა უშავს. რამდენად გამოვა ეს ყველაფერი, ანუ ჰესი რამდენად და როგორ აშენდება, სხვა საკითხია, – ეს კაციშვილმა არ იცის. მე პოლიტიკური ლოგიკა მაინტერესებს.”

The post “მთავრობამ თავისი ჭკუით, ეშმაკური სვლა ჩაიფიქრა… ამით დააწყნარებს ქსენოფობებს” – გია ნოდია appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...