planeta.ge Posted December 21, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2021 რა ვიცით „ომიკრონის“ შესახებ? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული B.1.1.529 ვარიანტის შესახებ პირველად 2021 წლის 24 ნოემბერს ეცნობა. ჯანმო-მ ახალ შტამს „ომიკრონი“ უწოდა და „შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიანიჭა.ვირუსის ახალი შტამი 89 ქვეყანაშია დადასტურებული. საქართველოში პირველი ორი შემთხვევა 18 დეკემბერს გამოვლინდა. მიმდინარეობს კიდევ 26 ნიმუშის შესწავლა.ამ დრომდე „ომიკრონის“ შესახებ რაც ვიცით არის ის, რომ მას აქვს მუტაციების დიდი რაოდენობა, რომელთაგან ზოგიერთი შემაშფოთებელია. ჯანმოს ინფორმაციით, წინასწარი მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ ამ ვარიანტით რეინფექციის რისკი გაზრდილია.კვლევებმა აჩვენა, რომ „ომიკრონ“ ვარიანტი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი წინამორბედი „დელტა“ და „დელტა+“ შტამები. who-ს მონაცემებით, ქვეყნებში, სადაც ახალი შტამი უკვე გამოვლინდა, ყოველ დღე-ნახევარში ინფიცირების მაჩვენებელი გაორმაგდა.წინასწარი მონაცემებით, „ომიკრონს“ რეინფიცირების გაზრდილი რისკი (3-ჯერ მეტი) ახასიათებს. მას აქვს უნარი, რომ გვერდი აუაროს ვაქცინაციით შექმნილ ანტისხეულებს, ინფიცირების შემდეგ გამომუშავებულ იმუნიტეტს და კვლავ დააავადოს ადამიანი.BioNTech-ისა და Pfizer-ის კომპანიებში აცხადებენ, რომ ვაქცინის სამი დოზა „ომიკრონ“ ვარიანტს ანეიტრალებს. ვაქცინის მწარმოებლები ამბობენ, რომ ორმა დოზამ გამანეიტრალებელი ანტისხეულების მნიშვნელოვნად დაბალი რაოდენობა გამოიწვია, მაგრამ მესამე დოზამ მათი რაოდენობა 25-ჯერ გაზარდა.ჰონ-კონგის უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევაში, რომელიც „ფაიზერისა“ და „სინოვაკის“ „ომიკრონისადმი“ მანეიტრალიზირებელ უნარს აჩვენებს, ვკითხულობთ, რომ 25 აცრილიდან „ფაიზერის“ ჯგუფში ვირუსის განეიტრალება მხოლოდ 5-მა ადამიანმა შეძლო (ვაქცინის ეფექტურობაა 20-24%). „სინოვაკის“ ჯგუფში კი 25 აცრილიდან აღნიშნულის უნარი 0 ადამიანს გამოუვლინდა.რა სიმპტომები ახასიათებს? Zoe-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლენილ სიმპტომებს ეფუძნებოდა, დეკემბერში დაფიქსირებული ხუთი ძირითადი სიმპტომი გამოავლინა:სურდო;თავის ტკივილი;დაღლილობა (მსუბუქი ან მძიმე);ცემინება;ყელის ტკივილი.როგორია პროგნოზები? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ახალ წლამდე საქართველოში „ომიკრონის“ დაფიქსირების გამო, ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას არ ელოდება. მისი თქმით, ახალ შტამს „დელტას“ ჩასანაცვლებლად 2 თვე დასჭირდება.„ომიკრონთან“ მიმართებაში აღინიშნა სწრაფი გადამდებლობის უნარი, 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40 წლამდე ასაკი და ბავშვებს, ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ მომავალში როგორ იქნება, რადგან მას სწრაფი გავრცელების უნარი აქვს, ჯერ კიდევ რთული საპროგნოზოა“, – ამბობს გამყრელიძე.მისგან განსხვავებით იმუნოლოგები და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები შიშობენ, რომ „ომიკრონის“ უფრო სწრაფად გავრცელების უნარის გამო, ქვეყანაში ერთდროულად ბევრი ადამიანი დაინფიცირდება, რაც კლინიკურ სექტორზე ზეწოლას გაზრდის.„შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც აცრილი ადამიანები, ამასთან ის პირებიც, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი. ჩვენ ისე გადავალთ „მეექვსე ტალღაში“, რომ ამას ვერც შევიგრძნობთ. „მეხუთე ტალღის“ სიმძიმეა ის, რომ კლინიკების ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებები გაივსო. „ომიკრონის“ მასობრივი შემოსვლა თერაპიული განყოფილებების შევსებას გამოიწვევს“, – აღნიშნავს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, დევი ტაბიძე.ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის, მარინე გელანტიას განცხადებით, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების რისკი ძალიან მაღალია,კ დაბალი ვაქცინაციის ფონზე კი ეს საფრთხე კიდევ უფრო იმატებს.„რისკი, რომელიც ახალმა შტამმა შეიძლება წარმოშვას, ეს არის ინფექციის უფრო სწრაფი გავრცელება, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების კიდევ უფრო გაზრდა, მძიმე კლინიკური შედეგები, მაღალი ლეტალობის მაჩვენებლები. ვითარების სიმძიმის განმსაზღვრელი ის იმუნური ფენა იქნება, რომელიც ახალ შტამს ქვეყანაში დახვდება“, – აცხადებს გელანტია.ვაქცინაციის როგორი მაჩვენებლით ხვდება საქართველო ახალ შტამს? 21 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 399 482 აცრა.სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 260 157 ადამიანი (>18 ასაკის მოსახლეობის 43.8%). სრულად ვაქცინირებულია 1 088 111 ადამიანი (>18 ასაკის მოსახლეობის 37.9%).„ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 50 209 ადამიანს. 20 დეკემბერს აიცრა 13 743 ადამიანი.The post რა უნდა ვიცოდეთ „ომიკრონის“ შესახებ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.