planeta.ge Posted December 21, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2021 რუსთავი-გაჩიანის გზაზე ავტოდილერი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. 37 წლის მამაკაცს უცნობმა პირებმა 20 ტყვია ესროლეს.დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული. ავტოდილერი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.„მას აღენიშნება ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის ტვინის დაზიანებით. პაციენტი შემოყვანილი იყო ცნობიერების მოშლით. ჩატარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია და პაციენტი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, პროგნოზების გაკეთება ჯერ ნაადრევია“, – განაცხადეს კლინიკაში.დაჭრილის და აცხადებს, რომ მის ძმას კონფლიქტზე არ უსაუბრია. და ფიქრობს, რომ საქმე შეკვეთილ მკვლელობასთან აქვს.„დღეს ჩამოვედი რუსეთიდან, ჩემი ძმას რუსეთში ცხოვრობდა. იქ ჰქონდა მანქანის ნაწილებისა და ავტოსამრეცხაოების ბიზნესი. აქ მშობლების სანახავად ჩამოვიდა. ვფიქრობთ, რომ შეკვეთილი მკვლელობაა“, – განაცხადა დაჭრილის დამ.The post რუსთავი-გაჩიანის გზაზე კაცს 20-მდე ტყვია ესროლეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts