planeta.ge Posted December 20, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2021 „ჩემთვის მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობის საკითხი და ძირითად პრინციპებზე შეთანხმება“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.როგორც მან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შესვლამდე მედიასთან განაცხადა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური დევნის საკითხი. მისი თქმით, იმ პირობებში, როცა პოლიტიკოსები ციხეში არიან, სიტუაცია ვერ დაწყნარდება.„ჩემთვის მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობის საკითხი და ძირითად პრინციპებზე შეთანხმება, თუ რა უნდა იყოს ამ ქვეყანაში. ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი პრინციპი გახლავთ ის, რომ პოლიტიკური დევნა არის მიუღებელი, პოლიტიკური დევნა აზიანებს ქვეყანას და სანამ გვყავს ციხეში დაპატიმრებული და დასაჭერად გამზადებული პოლიტიკური ლიდერები, ქვეყანაში სიტუაცია ვერ დაწყნარდება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.შეგახსენებთ, რომ ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებთან შეხვედრას მართავს.The post ბაქრაძე – სანამ ციხეში გვყავს პოლიტიკური ლიდერები, ქვეყანაში სიტუაცია ვერ დაწყნარდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts