planeta.ge Posted December 20, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2021 მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნას მისი მონახულების შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება.სააკაშვილი წერს, რომ გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად და სასაუბროდ მზადაა.„მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს, კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ.მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს.ასევე, მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან”, – აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვს. მან შესაბამისი განცხადებით იუსტიციის სამინისტროს უკვე მიმართა და უწყებიდან პასუხს ამ დრომდე ელოდება.The post მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილს პასუხობს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts