planeta.ge Posted December 20, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2021 დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სტრასბურგის სასამართლოში მთავრობის შეპასუხებაზე პოზიცია გააგზავნეს.მამალაძე აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა წინ მიიწევს. როგორც ის ამბობს, სტრასბურგის სასამართლო არის იმედი იმისა, რომ გიორგი მამალაძის 5-წლიანი პატიმრობა დასრულდება და სამართლიანობა აღდგება.„სტრასბურგის სასამართლოში ჩემი ძმის საქმის განხილვა წინ მიიწევს. ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. 3-თვიანი დიდი მუშაობის შემდეგ დავით ჯანდიერთან ერთად გუშინ გავაგზავნეთ მთავრობის შეპასუხებაზე პოზიცია, 140-გვერდიანი დოკუმენტია ინგლისურად. ეს სასამართლო ჩვენი ოჯახის იმედია. იმედი 5-წლიანი უკანონო პატიმრობის დასასრულისა და სამართლიანობის აღდგენისა. იმედი 3-წლიანი პარალიზებული მდგომარეობის დასასრულისა და მკურნალობის დასაწყისისა. იმედი იმისა, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და მთელმა ქვეყანამ დაინახოს, რომ არავის მოკვლა (მოწამვლა) არ იგეგმებოდა“, – წერს თორნიკე მამალაძე.The post თორნიკე მამალაძე – ჩემი ძმის საქმის განხილვა წინ მიიწევს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts