planeta.ge Posted December 20, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2021 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თეიმურაზ ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში ფულის გათეთრების დღემდე უცნობ საქმეზე დაიბარეს, თუმცა პრეზიდენტის ბიძა დაკითხვაზე არ მივიდა. როგორც პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თემურ ალასანია საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც სასამართლომ საკითხი განუხილველად დატოვა. პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია 2012 წლის საქმეზე, რომელიც ეხება დაახლოებით ერთი მილიონი დოლარის მითვისებას, თუმცა, რა სტატუსით დაიბარეს დღეს გამოკითხვაზე თემურ ალასანია, პროკურატურა არ აკონკტრეტებს. თემურ ალასანიას ადვოკატის, ბექა ბასილაის ინფორმაციით, თემურ ალასანია 2 დღის წინ თურქეთში იმყოფებოდა, სადაც შეუძლოდ გახდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლო. ასწორედ ამის გამო არ მვიდა სააკაშვილის ბიძა სასამართლოში დღეს დანიშნულ გამოკითხვაზე. ბექა ბასილა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიების კითხვებს არ გაურბის და ამის დასტური იყო რამდენიმე დღის წინ სასამართლოში გამოკითხვაზე მისი მისვლა. პროკურატურამ ალასანიას დაკითხვა ,,ტვ პირველისთვის” მიცემული მისი ხმაურიანი ინტერვიუს შემდეგ დააპირა, სადაც პრეზიდენტის ბიძა ამბობდა, რომ სალომე ზურაბიშვილთან სააკაშვილი შეწყალების თემაზე მოლაპარაკებებს აპირებს. თემურ ალასანიამ საქართველო უკვე დატოვა. საააკაშვილის მხარდასაჭერად ჩამოსული გაეროს განიარაღების დეპარტამენტის ყოფილი შეფი, თემურ ალასანია, ამერიკაში დიდი გავლენებით სარგებლობს. ის პროკურატური სამიზნე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე გახდა. ერთდაერთი ინტერვიუში, რომელიც ალსანიამ ,,ტვ პირველს” მისცა, ის პირდაპირ ამბობდა, რომ მისი ჩამოსვლის მიზანი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა იყო და ამისთვის საკუთარ გავლენებსაც იყენებდა. წყარო: tvpirvei tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts