Jump to content
Planeta.Ge

tia 5-7-მა პოლიციელმა, ეს უგონოდ მთვრალი კაცი სცემა, აგინეს, დაასისხლიანეს - ჟურნალისტი მომხდარის შესახებ ყვება


Recommended Posts

1640021463_269590736_4959160390781143_4196403549078324544_n.jpg

ჟურნალისტი გიორგი არობელიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ბათუმში ერთ-ერთ პოლიციაში მომხდარი შემთხვევის შესახებ ინორმაციას ავრცელებს.

 

"ეს ბათუმის მეექსვე განყოფილებაა. ქალაქში ბევრმა იცის, რომ აქ ადამიანებს სცემენ.

 

გუშინ წინ, ერთ-ერთი ბარის წინ ვიდექი მეგობრებთან ერთად. ჩხუბი ატყდა, ერთ უგონოდ მთვრალ კაცს მთელი ბარი ეჩხუბებოდა. ჩხუბის დაწყების მიზეზი არ ვიცი. ვცადეთ გაშველება, მაგრამ არ გამოვიდა. ეს კაცი უკვე ძირს ეგდო, რამდენიმე პოლიციელი რომ მოვიდა.

 

ბარში მყოფმა ხალხმა, აიი, ეს კაცია დასაჭერიო. პოლიცია მივიდა ამ მთვრალთან, მოკიდა ხელი და წაათრია განყოფილებისკენ, რაზეც მე და ჩემი მეგობრები აღვშფოთდით, მოვუწოდებდით პოლიციას, დაენებებინათ უგონოდ მთვრალი, გალახული ადამიანისთვის თავი. წვნიანი დაალევინეთ თუ მაინცდამაინც თქო - ეს იყო ჩვენი ოფიციალური პოზიცია. ამ ძიძგილაობაში მეც მომკიდეს ხელი და შემიყვანეს ამ კაცთან ერთად განყოფილებაში.

 

5-7-მა პოლიციელმა, ეს უგონოდ მთვრალი კაცი სცემა, აგინეს, დაასისხლიანეს, მეთქი ოეე რას აკეთებთ ხალხოო, 2012 წლის მონაპოვარს რას უშვებით :დ ეს ვაბშე ვინააო ამდენს რო ბედავსო და ჩემზე გადმოერთნენ. მე დაზიანებები არ მაქვს, გაშლილ ხელს მირტყამდნენ თავში. ეს არ იყო ერთი ადამიანის მიერ ერთი მოქნევა, რამდენიმე ადამიანი საკმაოდ დიდი ხანი მირტყამდა. მერე ისევ ამ კაცს მიუბრუნდნენ.

 

გარეთ ნათიას, რატის და მეგობრებს ესმოდათ შიგნიდან გასული ხმები. ცდილობდნენ ჩემთან დაკავშირებას, შიგნით მოსაცდელში შემოსვლას ამ ამბების დროს რატიც დაიჭირეს და შემოიყვანეს. რატიც გალახეს. ნათია გადაურჩა ამ ამბებს. გოგოს დაჭერა არ გვინდაო, შიგნით მოითათბირეს.

ეს კაცი მერე კაპეზეს ეზოში შემხვდა, დასისხლიანებული სახით. გადმოყვანის დროს მანქანაში კიდე მცემესო.

 

ბევრად უფრო საზარელი სურათი იყო სინამდვილეში, ვიდრე აქაა აღწერილი. გულწრფელად, რაც ვნახე და რაც გადამხდა, ეს დღეს თუ შეიშლებოდა მომხდარიყო, არ მეგონა.

 

მეექვსე განყოფილებაში, ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. ალბათ სხვაგანაც.

კაპეზედან სასამართლოში რო მოვყავდი, რამდენიმემ გამაფრთხილა, ხო იცი სასამართლოში რაც უნდა ილაპარაკო, თორე მოგიწევს უკან დაბრუნებაო. ჰოდა ასე აშინებენ გალახულ ხალხს და წლებია ხალხის დასისხლიანემამდე ცემის პრაქტიკას ყოველდღიურად იყენებენ ჯიგრები.

 

ის კაცი, რომელიც ძალიან სცემეს არ ვიცი რას იზამს, რამდენად ილაპარაკებს იმ ღამეზე, მაგრამ აგერ ვლაპარაკობთ ადამიანები, რომლებიც გვცემეს პოლიციის განყოფილებაში და ვითხოვთ ამ ტიპების პასუხისგებაში მიცემას.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მივმართეთ, არ ვიცი რა გამოვა, თუ სათვალთვალო კამერებზე არაა ჩაწერილი ეს ამბები, ალბათ ვერაფერს დავამტკიცებთ და გაგრძელდება ყველაფერი ძველებურად.

 

ამ დროს რა უნდა ვქნა არ ვიცი, რაც მოვიფიქრე ისაა, რომ აი საჯაროდ ვყვები ამ ამბავს. იცოდეთ, რომ აქ ჯალათები მუშაობენ.

Adgili•ადგილი ქვემოთ გულაობა რომ მიდის, ზემოთ ადამიანებს ურტყამენ. როდესაც მიზანმიმართულად, აი, ამათ ტიპს აჭერინებ და აი ამ ყველაფრისთვის იმეტებ, მერე სისტემა უნდა დაინგრეეეს და ფაქ პოლის ყვირილი რაღაცნაირად უხერხულია."

 

 

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...