planeta.ge Posted December 20, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2021 “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს.Sport.es-ის ინფორმაციით, ურუგვაელ ფეხბურთელსა და კატალონიურ კლუბს შორის შეთანხმება უკვე შედგა. 34 წლის ფორვარდმა “ბლაუგრანასთან” წელიწადნახევრიანი კონტრაქტი იანვრის პირველ დღეებში უნდა გააფორმოს, მანამდე კი “წითელ ეშმაკებთან” შრომით ხელშეკრულებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტს.“ბარსელონა” სხვა თავდამსხმელების დამატების შესაძლებლობასაც განიხილავდა, მაგრამ არჩევანი ედინსონ კავანიზე შეაჩერა, რაც რამდენიმე გარემოებამ განაპირობა. პირველ რიგში, ურუგვაელი ფეხბურთელი თავად იყო კლუბის გამოცვლით დაინტერესებული. გარდა ამისა, კავანი თანახმაა, პირველი ექვსი თვე ხელფასის ოდენობა შეიმციროს, რათა “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატში მოქმედ სახელფასო ჭერს არ ასცდეს.ედინსონ კავანიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.The post კავანი და “ბარსელონა” შეთანხმდნენ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts