Jump to content
Planeta.Ge

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი


Recommended Posts

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.

შესაბამისი შეტყობინება უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ფოსტით გაუგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი „სტრანა.უა“ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილ მდივან ალექსანდრ ტურჩინოვზე დაყრდნობით იუწყება.

საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით.

ოქტომბერში ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს უკრაინელ ოპოზიციონერ პარლამენტარ ვიქტორ მედვედჩუკს. ამავე საქმეში ფიგურირებს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ვლადიმირ დემჩიშინი და ბიზნესმენი სერგეი კუზიარა.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცავებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს.

პოროშენკოს პარტიაში აცხადებენ, რომ ის დაგეგმილი ვიზიტებით სტამბოლსა და პოლონეთში გაემგზავრა.

წყარო

The post უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...