planeta.ge Posted December 20, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2021 ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ იმ ხელოვანების დასჯა გადაწყვიტა, რომლებიც პეტიციის ხელმომწერები არიან და პატიმარი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. ბუბა კიკაბაძე, ნინო ქათამაძე, გიორგი უშიკიშვილი, ლელა წურწუმია, სტეფანე, ნოდიკო ტატიშვილი – თბილისის მერმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მუსიკოსები საახალწლო გალა კონცერტზე არ დაპატიჟა. შეცვალეს რეჟისორიც, დათო დოიაშვილის ნაცვლად ღონისძიებას ,,ქართული ოცნების” პიარმენეჯერი, ბაკურ ბაკურაძე, დაგეგმავს.საახალწლო გალა კონცერტზე მხოლოდ ,,ოცნების” მხარდამჭერი მუსიკოსები იმღერებენ. ახალი წლის საღამოს რეჟისორმა სიაში თავიდან არც ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე ჩასვა.,,პირველების” ინფორმაციით, დიდი გარჩევის შემდეგ ბაკურაძეს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია. თუმცა პირად საუბრებში მის გარემოცვასთან არ დაუმალავს, რომ მომღერლების დაბლოკვის მიზეზი მესამე პრეზიდენტის მხარდაჭერა იყო.ახალი წლის გალა კონცერტზე 300 მომღერალი მიიღებს მონაწილეობას. თუმცა ვინ იქნებიან ეს მომღერლები, სია ამ ეტაპზე უცნობია.The post თბილისის მერმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მუსიკოსები საახალწლო გალა კონცერტზე არ დაპატიჟა appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts