Jump to content
Planeta.Ge

“უქიმერიონის” ფეხბურთელებმა სტადიონზე სათამაშოები დატოვეს


Recommended Posts

საფეხბურთო აკადემია “უქიმერიონი თბილისი” ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და თანამედროვე აკადემიაა, რომელშიც 100-ზე მეტი აღსაზრელი ირიცხება და ყველა მათგანი გათავისუფლებულია გადასახადისგან. ამჯერად, “უქიმერიონის” ფეხბურთელებმა სახლიდან სათამაშოები მოიტანეს.

 

“ფეხბურთის მთავარი იდეა სიკეთე და სხვებზე ზრუნვაა.

 

ჩვენი აკადემიის თითეულმა აღსაზრდელმა სეზონის ბოლოს სტადიონზე თითო საჩუქარი დატოვა, რათა ჩვენ იმ ბავშვებს გადავცეთ, რომლებიც ახალ წელს უსაჩუქროდ ხვდებიან.

 

მოგიწოდებთ ყველას – ვაკეთოთ სიკეთე ყველამ ერთად” – წერს “უქიმერიონი”.

ეს ესპანური ტრადიციაა, როდესაც გულშემატკივრები ტრიბუნებიდან სტადიონზე სათამაშოებს ყრიან იმ ბავშვებისთვის, რომლებთაც გაჭირვების გამო არ აქვთ.

“უქიმერიონი თბილისი” მხოლოდ შემოწირულობებით ფუნქციონირებს და ყველა აღსაზრდელი გადასახადისგან გათავისუფლებულია.

გარდა ამისა, “უქიმერიონისთვის” გაღებული თანხა ნებისმიერ მსურველს კლუბის აქციონერად აქცევს და მომავალში, შესაძლოა, ეს საკმაოდ მომგებიან ინვესტიციად იქცეს.

The post “უქიმერიონის” ფეხბურთელებმა სტადიონზე სათამაშოები დატოვეს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...