Jump to content
Planeta.Ge

“გორში იკრიბებიან „სტალინისტები”, აქეთ კი “ნაცმოძრაობა” ბელადის დაბადების დღის აღსანიშნად” – ირაკლი ზარქუა


Recommended Posts

“გორშიც იკრიბებიან „სტალინისტები“ და თავიანთი ბელადის დაბადების დღეს აღნიშნავენ, აქეთაც შეიკრიბება “ნაცმოძრაობა” თავიანთი ბელადის დაბადების დღის აღსანიშნად,” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან საუბარში “ნაცმოძრაობის” ხვალინდელ აქციას.ზარქუა ასევე გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ არავინ უნდა მოიტყუოს თავი, რომ “ნაცმოძრაობას” პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება უნდა.

„პრეზიდენტის განცხადება, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს, პრინციპული იყო, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არ შეიწყალებს.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის და ზურაბიშვილის შეხვედრას, ეს ძალიან კარგია. თუ მათი შეხვედრის შინაარსია, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა განიმუხტოს და შევქმნათ პოლიტიკური პროცესი, რომელიც იქნება ღია, გამჭვირვალე და არა ერთმანეთის გინება, არამედ იდეების და პროგრამების ჭიდილი, ეს მისასალმებელია.

თქვენ ნახეთ, რომ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე არ მივიდა “ნაცმოძრაობა” და ხვალ ისევ აქციას აწყობს, ქაოსი უნდათ შემოიტანოს დედაქალაქის ქუჩებში და ნუ მოვიტყუებთ ნურავინ თავს, რომ ამ ხალხს სჭირდება სტაბილიზაცია.

ხვალინდელი მათი აქცია ალბათ, უკავშირდება თავიანთი ლიდერის დაბადების დღეს, ისევე როგორც გორშიც იკრიბებიან სტალინისტები და თავიანთი ბელადის დაბადების დღეს აღნიშნავენ, აქეთაც შეიკრიბებიან თავიანთი ბელადის დაბადების დღის აღსანიშნად. ამის უფლება აქვთ, ეს არ არის პრობლემა, პრობლემაა, რომ მოქალაქეებს დისკომფორტს ნუ უქმნიან. ზოგი მოდის, ბავშვებს ასეირნებს და ქუჩების გადაკეტვა და შეძახილები, ხომ ვნახეთ, რომ ამას არ აქვს გაგრძელება, ხომ ვნახეთ პირველი ტალღა ჩაფლავდა და ახლა მოიწვიეს კიდევ “კგბ”- ს გენერალი, ბიძამისი ბატონი ალასანია, ტყუილად შეაწუხეს კაციც,” – განაცხადა ზარქუამ.

მისი თქმით, მისთვის და მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ შერიგება მიხეილ სააკაშვილის და სხვების მიტევებას და გარეთ გამოშვებას არ ნიშნავდეს.

“პრეზიდენტის ინიციატივა მისასალმებელია და კეთილშობილურია, ამაღლებულია, ქართველისთვის, ქრისტიანისთვის ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, შერიგებისა და შემორიგებისთვის ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის 2012 წელს კოჰაბიტაციის ნაწილით, რომელიც იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციით და გვერდში დგომით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შერიგება არ ნიშნავდეს, რომ ადამიანებს, ვინც აწამებდნენ, კლავდნენ, ატერორებდნენ ბიზნესს, ახალგაზრებს ხოცავდნენ, მივუტევოთ და ციხიდან გამოვუშვათ. თუ ამას გულისხმობს, ეს მიუღებელია, როგორც ჩემთვის, რიგითი პოლიტიკოსისთვის, ასევე გუნდისთვისაც. “ნაცმოძრაობას” ასე ესმის, რომ პატიმარ სააკაშვილს მივუტევოთ და გარეთ გამოუშვათ. ეს არ არის სწორი დეფინიცია, თუ შერიგება არ დგას სამართლიანობაზე, ის ფუჭია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შერიგება, გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ მწვალებლებს ეპატიოთ დანაშაული და გარეთ გამოვუშვათ,”- განაცხადა ზარქუამ.

წყარო

The post “გორში იკრიბებიან „სტალინისტები”, აქეთ კი “ნაცმოძრაობა” ბელადის დაბადების დღის აღსანიშნად” – ირაკლი ზარქუა appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...