Jump to content
Planeta.Ge

მის ადგილას მაგარ უხერხულობაში ვიქნებოდი, მაგრამ ბელადომანია სააკაშვილსაც სიამოვნებს – ალეკო ელისაშვილი


Recommended Posts

ორივე მხრიდან ამ ქვეყნის უბედურებაა ბელადომანია – ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილის აზრით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხვალ დაგეგმილი აქციის მიზანი აბსურდული და გაუგებარია.

„რომ შეიკრიბებიან, ციხე თუ საავადმყოფო გაიხსნება, სააკაშვილს გამოუშვებენ, თუ რა? ისე წარმოუდგენიათ, რომ აქციაზე რაც უფრო მეტნი შეიკრიბებიან, პატიმარი ციხიდან გამოვა? ეს ხომ სრული სიგიჟეა? – ორივე მხრიდან ამ ქვეყნის უბედურებაა ბელადომანია. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არცთუ უსაფუძვლოდ ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ივანიშვილის მორჩილებაშია, მაგრამ თვითონ იგივეს არ გამოხატავენ? – დაბადების დღეზე რომ მიდიხარ და აქციაში იღებ მონაწილეობას, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბელადომანია არ არის? – თავის თავში ეს ბელადომანია უნდა ჩაკლან. მოდით ჩემს დაბადების დღეზეო, – სააკაშვილს მაინც არ ეხამუშება, რომ მიდიან და მის დაბადების დღეზე აქციას მართავენ? მის ადგილას მაგარ უხერხულობაში ვიქნებოდი და ხალხს მოვუწოდებდი, სხვა დღეს შეიკრიბე-მეთქი, მაგრამ ბელადომანია თვითონაც სიამოვნებს და „ნაციონალური მოძრაობაც“ ამის მორჩილები არიან. სხვას რანაირად საყვედურობენ, ივანიშვილის ყმები ხართო? – საბჭოთა დროს, სტალინისა და ბრეჟნევის ფოტოებით რომ დადიოდნენ, იგივეა ახლაც. ამ ხალხს რატომ აქვს პრეტენზია, რომ ევროპულ ქვეყანას ააშენებენ?“ – განაცხადა ელისაშვილმა.

The post მის ადგილას მაგარ უხერხულობაში ვიქნებოდი, მაგრამ ბელადომანია სააკაშვილსაც სიამოვნებს – ალეკო ელისაშვილი appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...