planeta.ge Posted December 20, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2021 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.“რამდენიმე ტელევიზია, ე.წ. პარტიული ტელევიზია, არ მიყვარს ხოლმე ამ ტერმინის ხმარება, მაგრამ ახლა ვერ გავექცევი, ავრცელებთ კვლავაც ასე უტიფრად ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას. მე სადღაც მესმის კიდევაც თქვენი ჩანაფიქრი რა არის ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ არის როგორც ჩანს ვიღაცისთვის სასიამოვნო საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკის აღდგენა მიდის და ამით გნებავთ აქცენტი გადატანოთ პიროვნებაზე, ეს გასაგებია, რომ აქეთკენ მიმართული ნაბიჯია, მაგრამ არაფერს გამოიღებს. მაინტერესებს აი ის ტელევიზიები, ვინც ამას ასე უტიფრად ავრცელებს, გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით მე ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში, მზად ხარ თუ არა, რომ საჯაროდ ბოდიში მომიხადოთ კოლეგების თანდასწრებით”, – თქვა ნათია თურნავამ. The post გათენდება ახალი წელი და კვლავ მინისტრად მოგევლინებით – ნათია თურნავა appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts