planeta.ge Posted December 20, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2021 „ენმ“-ის წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ შერიგების პროცესში წინაპირობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას.მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას სწორი წინადადებით მიმართა.„“ნაციონალური მოძრაობა“ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას. შეხვდებით დღეს, ხვალ, ზეგ, ცალკე ან სხვებთან ერთად. ფაქტია, მან სწორი წინადადებით მიმართა საზოგადოებას. ვერ იტყვის ის, რომ „ქართული ოცნება“ გაემიჯნა და ამიტომ მორჩა პროცესი, ვერ იტყვის, რომ ოპოზიციამ რამე დააშავა. ორივეს ვერ დაგვაბრალებს. მას აქვს ორი იარაღი – ვეტო და შეწყალების უფლება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.შეგახსენებთ, რომ ეროვნული შერიგების საკითხზე სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს უკვე შეხვედრა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა გიორგი მარგველაშვილთანაც. სავარაუდოდ, ამ კვირაში ზურაბიშვილი ცალკეულ პარტიებთან შეხვედრებსაც დაიწყებს.The post გოცირიძე – შერიგების პროცესში „ნაციონალური მოძრაობა“ წინაპირობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts