planeta.ge Posted December 19, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2021 „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია საქართველოში შიშმა ჩამოიყვანა. „რამ ჩამოაფრინა თემურ ალასანია საქართველოში?– რამ და შიშმა! სააკაშვილმა სანდრას ჩაშვებით მესიჯი გაუგზავნა ყველას, ვისზეც პირის გაღება და ხელის დადება შეუძლია. ბიძამისი ამ მესიჯს მყისიერად გამოეხმაურა,- ჩამოფრინდა საქართველოში და უაზრო აქტიურობით სურს მიშას დაანახოს საკუთარი თავის საჭიროება, – რათა ამ უკანასკნელმა ისიც არ ჩაუშვას და არ მოითხოვოს მისი გვერდზე მიჯენა. ე.ი. ჩვენ კიდევ ვნახავთ შიშით გამოწვეულ სხვების რეაქციებს.“- წერს ნანა კაკაკბაძე სოციალურ ქსელში. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts