Jump to content
Planeta.Ge

tia მთელი სახლი სარემონტო გახდა, გამოგლიჯეს წყლის მილი ისე, რომ გამოსაცვლელია, გაზი გამომიერთეს - ნათია ფანჯიკიძე


Recommended Posts

1639941547_234477011_126_0_873_821_1920x0_80_0_0_ef1db3a7d86c2eb3691ca41033cb5b5a.jpg

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ხელოსნებთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებაზე წერს, რომ მას ხელოსნებმა, რომლებმაც სამზარეულოს ზედაპირი შეცვალეს, სხვა ბევრი რამის გაფუჭება მოახერხეს.

 

„სამზარეულოს ზედაპირი გამოვცვალე გუშინ და ლამაზი კი გამოვიდა, მაგრამ დამარბიეს მუშებმა, ქვა დაჭრეს აივანზე, მთელი სახლი სარემონტო გახდა, გამოგლიჯეს წყლის მილი ისე, რომ გამოსაცვლელია, გაზი გამომიერთეს და ეს მილიც დააზიანეს, გასდის, დამტოვეს ცხელი წყლის გარეშე, ერთი კარადის კარის მიმაგრება ვთხოვე და ისიც ვერ შეძლეს, “კლუჩი” არ ჰქონდათ და ვზივარ ახლა და ვრეკავ ასიათას ხელოსანთან, რომ ყველა გაუგებრობა ნაწილ-ნაწილ გამოვასწორო.

 

ხოდა ვურეკავ ერთერთს, მოდი ვინტები დაუჭირე კარადებს-მეთქი. ვერაო, პატარა შეკვეთებზე არავინ დავდივართ, არ გვევასებაო. ორმაგს გადავიხდი, ოღონდ მოდი-მეთქი, მაინც ვერაო… გთხოვ, არ მიმატოვო-მეთქი.. არ მიმატოვოზე ცოტა დაიბნა, მაგრამ მაინც თავისაზე დადგა, მაპატიე, მაგრამ ვერაო..

 

აქ კი საბოლოოდ მიმტყუნა ნერვებმა და მეუთხარი, ისე უბედური ვარ ახლა, კარადის შეკეთებაც აღარ მინდა, წუთით მაინც დამენახე- მეთქი… რომ იცოდე, რა გოგო ვიყავი, ბუზებივით მესეოდნენ ხელოსნები და ისე მომექცა საქმე, ერთიც ვეღარ შემიბია, რომ ნახევარი საათი მესტუმროს, გამიღიმოს და ფულიც იქით გადავუხადო-მეთქი და დემონსტრატიულად შევისრუტე ცხვირით ცრემლები.

 

ქვის გული არ ჰქონია, გენერალიზებული სასოწარკვეთის აღწერამ გაჭრა.

მოდის!“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

 

 

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...