planeta.ge Posted December 19, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2021 ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, 20 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო – ,,ლექსო, არ დაიკარგები”. ინფორმაციას საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, საღამო ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში ჩატარდება და ტრადიციულად ფოლკლორისტები – ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული წაუძღვებიან.„ღონისძიებაში მონაწილეობენ: მთქმელები და ავტორმთქმელები, ზეპირსიტყვიერების შემკრებები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფაქტობრივად, მთელი საქართველოდან. საღამოზე მოისმენთ ქისტი და ოსი ქალბატონების ქართულ კაფიაობას და ბევრ საინტერესო შესრულებას.ხელნაკეთი მოსაწვევი ბარათები ყვავილებითა და ხალხური პოეზიის ნიმუშებით შექმნეს ზურა შევარდნაძემ, ეთერ თათარაიძემ და ამირან არაბულმა.ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი; გარდენია შევარდნაძე, ჯიდი ალკო და ალკორიუმი.ხალხური პოეზიის საღამოები მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით 2008 წელს აღდგა, მას შემდეგ ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პოეზიის საღამო ყოველ წელს ეწყობა. ერთადერთი გამონაკლისი იყო 2020 წელი, პანდემიის გამო საღამო ვერ ჩატარდა.ზეპირსიტყვიერების პირველი საღამო ქართული ენის სახელმწიფო ენის აღიარების მნიშვნელოვანი დღის წლისთავს დაამთხვიეს და 1979 წლის 14 აპრილს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი ხალხს ვერ იტევდა… მქუხარე ტაშის ფონზე წარიმართა პირველი საღამო და ასე გაგრძელდა მრავალი წელი. დაიწყეს თენგიზ მირზაშვილმა, ვახუშტი კოტეტიშვილმა, ალექსი ჭინჭარაულმა… დღეს აგრძელებენ ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.The post 20 დეკემბერს ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო – „ლექსო, არ დაიკარგები“ გაიმართება appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts