planeta.ge Posted December 19, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2021 შარლ მიშელი, ემანუელ მაკრონი, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია, ირაკლი ალასანია, იოსებ სტალინი – მათ, ყველას ერთად ერთი რამ აერთიანებთ, ექვსივე 21 დეკემბერს არის დაბადებული.ამ ადამიანებზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ 21 დეკემბერს დიდი, ხანაც მცირე მასშტაბის “პოლიტიკა” იბადება. ეს თარიღი ერთგვარი პოლიტიკური დიდების საწინდარია. ინგლისურ ენაში პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად და პოლიტიკის მკეთებლებად იყოფიან, ამის ნათელი მაგალითი ქართველებისთვის უკვე კარგად ცნობილი შარლ მიშელი, ემანუელ მაკრონი, იოსებ სტალინი და შეიძლება ითქვას, მიხეილ სააკაშვილი არიან.საქართველოში კიდევ ორი ქართველი პოლიტიკოსი – ირაკლი ალასანია და ნიკა მელია ემატებიან. ამ ცნობილი ექვსეულიდან ხუთი დასავლელი და პროდასავლურობით ცნობილი პოლიტიკოსები არიან, თუმცა არის კიდევ ერთი – იმპერიალისტური რუსეთის იდეისთვის და ევროპის გამანადგურებელი მებრძოლი სტალინი…ამ პოლიტიკურ ორიენტაციაში აღრეულებში ალბათ, სანუგეშო ისაა, რომ უმრავლესობა დიდ პოლიტიკაში სწორი ფასეულობებით მოღვაწეობს…ზოდიაქოთი მშვილდოსანი პოლიტიკოსები პოლიტიკურ “მშვილდს” თავიანთ ქვეყნებში მიზანში ისვრიან. ამ ექსვეულიდან რამდენიმე საკუთარ სახელმწიფოებს სწორედ პოლიტიკის წყალობით გაცდა:მშვილდოსანი პოლიტიკოსები პოლიტიკის საერთაშორისო არენაზეშარლ მიშელი – ბელგიის სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის (2014 – 2019) პოლიტიკური დიდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სავარძელს მისწვდა და ამ დრომდე აღნიშნულ თანამდებობას იკავებს. შარლ მიშელი ბელგიაში, 1975 წლის 21 დეკემბერს დაიბადა.იოსებ სტალინი – კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ის ქალაქ გორში 1878 წელს 21 დეკემბერს დაიბადა.მიხეილ სააკაშვილი – საქართველოსა და უკრაინაში მოღვაწე პოლიტიკოსი, საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, უკრაინაში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი და ამჟამად, საქართველოში პატიმრობაში მყოფი. ის თბილისში 1967 წლის 21 დეკემბერს დაიბადა.საქართველოს მასშტაბში ჩატეული პოლიტიკოსები მუდმივი წარმომადგენლობა გაეროში ელჩის პოზიციაზე 2006 წელს ირაკლი ალასანიამ მიიღო, თუმცა ის ადგილობრივი პოლიტიკიდან წავიდა და ხანგრძლივი პაუზა აიღო. დაუბრუნდება თუ არა ალასანია აქტიურ პოლიტიკას ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2014 წლის 4 ნოემბრამდე. ის ბათუმში, 1973 წლის 21 დეკემბერს დაიბადა.ნიკა მელია – ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი. საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. იკავებს მთავარი ოპოზიციური პარტიის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტს. იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში მრჩეველი, აღსრულების ბიუროში ჯერ უფროსის მოადგილე, მერე – უფროსი. ასევე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი, თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი, მთაწმინდის გამგებელი, 2014 წელს, თბილისის მერობის კანდიდატი. ის თბილისში 1979 წლის 21 დეკემბერს დაიბადა.ბებერი ევროპის ფრანგი პოლიტიკოსი იმანუელ მაკრონი – ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პრეზიდენტი 2017 წლის 14 მაისიდან დღემდე, კარიერის დასაწყისში, მუშაობდა საჯარო მოხელედ, შემდეგ დაინიშნა საინვესტიციო ბანკირად. ვალსის მთავრობაში ეკონომიკის, მრეწველობისა და ციფრულ საქმეთა მინისტრის პოზიციას იკავებდა, ის თანამდებობიდან გადადგა და საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. მაკრონი ქალაქ ამიენში, (საფრანგეთი) 1977 წლის 21 დეკემბერს დაიბადა.“სახალისო მათემატიკა” 21 დეკემბერს დაბადებული პოლიტიკოსები (18)67 წლიდან (19)79 წლებამდე დაიბადნენ. ყოველ მათგანში არის “სამოცდა…” 1878, 1967, 1973, 1975, 1977, 1979…წყარო: პრაიმტაიმიThe post 21 დეკემბერს დაბადებული პოლიტიკოსები – მათი პოლიტიკური გზა და ბედისწერა appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts