Jump to content
Planeta.Ge

“მას შემდეგ რაც ღვთივმიიცვალა მიტროპოლიტი კალისტრატე პირველი აღსარება სწორედ თქვენ ჩაგაბარეთ”_ლაშა დეისაძე_შარვაშიძე


Recommended Posts

თეოლოგი,ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე _შარვაშიძე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს :”

ღია წერილი ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ!

გავეცანი რა საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისიპოსტის” მიერ თქვენი ცალმხრივი გადაწყვეტილებით ამჟამად თქვენთან მყოფი ჩვენი კუთვნილი ნივთის (სამღვდელმთავრო პანაღიის) შესახებ საჯაროდ გაცემულ პასუხებს (ლინკი დართულია პირველი კომენტარის ველში), გადავწყვიტე, რომ ასევე საჯაროდ, ღია წერილით მოგმაროთ.

უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ, რომ უწყის ყოვლისმცოდნე და ყოვლისმხილველმა ყოვლადწმიდა სამებამ – სამყაროს შემოქმედმა, რომ ნამდვილად არ ვუწყოდი, რომელიმე ჟურნალისტი თქვენ თუ დაგისვამდათ კითხვას ამ საქმის ირგვლივ და თქვენი და ჟურნალისტის დღევანდელი დიალოგი ამ საკითხის შესახებ მხოლოდ საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით შევიტყვე.

მსურს, რომ ჩემი მხრივ თავი დავიზღვიო იმ გარემოებისგან, რათა ვინმემ ადამიანთაგან არ გაიფიქროს, რომ თქვენს მიმართ მე მამოძრავებს პიროვნულად მტრული დამოკიდებულება ან თითქოს ცილს გწამებთ და ა.შ. აღნიშნულის გამოსარიცხად აღვნიშნავ შემდეგს: მას შემდეგ, რაც 2019 წლის 20 ივნისს ღვთივგანისვენა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ და მეორე დღეს, 21 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებით თქვენ დაინიშნეთ ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებით მმართველად, ხოლო 22 ივნისს ჩამობრძანდით ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, იმ დღიდანვე ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება იყო ქრისტესმიერი შვილობრივი სიყვარულითა და მორჩილებით განმსჭვალული. მიუხედავად იმისა, რომ მეუფე კალისტრატეს გარდაცვალება უმძიმესი იყო ჩემთვის (რასაც დღემდე განვიცდი), ღვთის მადლით, მე შევძელი, რომ ღირსეულად და შვილობრივად დაგხვედროდით და შეგხვედროდი მის მემკვიდრეს ქუთაის-გაენათის კათედრაზე, ჯერ, როგორც დროებით მმართველს, ხოლო 2019 წლის 31 ოქტომბრიდან, როგორც მმართველ მღვდელმთავარს.

ვფიქრობ, ამას გრძნობდით თქვენც. ალბათ არ უარყოფთ, რომ არაერთხელ გიწოდებიათ ჩემთვის ქუთაის-გაენათის ეპარქიის მემატიანე… არაერთხელ გიკითხავთ ჩემთვის ქუთაის-გაენათის ეპარქიის ზოგიერთი ტაძრის ისტორიის შესახებ თუ სხვა საინსტორიო ცნობის ირგლივ, რომელიც ამ უძველეს ეპარქიას უკავშირდება.

გაგახსენებთ 2019 წლის 8 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ თქვენთან მოწყობილ გაცნობითი ხასიათის მაღალი საზოგადოებრივი დონის შეხვედრას, სადაც მქონდა პატივი, რომ ტრიბუნიდან სიტყვით წარვმადგარიყავი. ჩემი გამოსვლისას მე საჯაროდ გავაჟღერე სურვილი და თხოვნა წმიდა სინოდისადმი, რომ სწორედ თქვენ უნდა დადგენილიყავით ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად. გადაუჭარბებლად აღვნიშნავ, რომ თუ პირველი არა, ერთ-ერთი პირველი მე გახლდით, რომელმაც საჯაროდ საზოგადოების წინაშე წარმოვთქვი სურვილი, რომ თქვენი მეუფება დანიშნულიყო ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად.

მას შემდეგ, რაც 2019 წლის 31 ოქტომბერს ეს აღსრულდა კიდეც წმიდა სინოდის მიერ და პირადად შეხვედრისას მოგილოცეთ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტობა, თქვენ ასეთი რამ მითხარით: “ცოტა შენი წვლილიც არის ამაში, შენ ხომ გააჟღერე ეს სურვილი საჯაროდ”.

თქვენს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად დადგინებას მე გამოვეხმაურე საკმაოდ ვრცელი წერილით სოციალურ ქსელში, რომელიც მედიამაც გაავრცელა.

მას შემდეგ, რაც ღვთივმიიცვალა მიტროპოლიტი კალისტრატე, პირველი აღსარება სწორედ თქვენ ჩაგაბარეთ 2020 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, რადგან ერთგვარად ასე ჩავთვალე, რომ მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ ჩემი პირველი აღსარება მისი მემკვიდრე მღვდელმთავრისთვის უნდა ჩამებარებინა, რაზეც თქვენ დამთანხმდით.

მე თქვენ მოწიწებით მოგიწვიეთ ჩემი სადოქტორო დისერტაციის დაცვაზე და პირადად გაახელით ჩემი ნაშრომის სადისერტაციო მაცნე, რაზეც თქვენ აღმითქვით, რომ მობრძანდებოდით, თუმცა, შემდეგ, გარკვეული საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძელით მოსვლა.

მე თითქმის არასდროს ვაცდენდი თქვენს მიერ აღსრულებულ წირვა-ლოცვებს და გემსახურებოდით ისე, როგორც მანამდე, წლების მანძილზე, თქვენს წინამორბედ მიტროპოლიტსა და ჩემს აღმზრდელ მღვდელმთავარს, მეუფე კალისტრატეს.

ეს ყოველივე გავიხსენე არა საკუთარი პიროვნების რაღაც ფორმით წარმოჩენისათვის, არამედ მხოლოდ იმ მიზნით, რაც ზევით დავწერე, რომ თქვენს მიმართ მე არავითარი პირადული და პიროვნული უარყოფითი არ მამოძრავებს, ჩემი დამოკიდებულება თქვენს მიმართ თავიდანვე მხოლოდ პოზიტიური იყო და უნდა აღვნიშნო, რომ თქვენგანაც დადებითი ურთიერთობის მუხტს ვგრძნობდი, მანამ, სანამ არ მოხდა ეს სამწუხარო ფაქტი, როდესაც თქვენ, თქვენი ცალმხრივი გადაწყვეტილებით წაიღეთ ნივთი, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით, არამედ მათ, ვინც ის დაუკვეთა და მასში თანხა გადაიხადა.

სწორედ, აქედან გაჩნდა დიდი ბზარი იმ ძალიან დადებით ურთიერთობაში, რომელიც ზევით აღვწერე… სამწუხაროდ და გულდასაწყვეტად, ეს ბზარი სწორედ თქვენ გააჩინეთ.

ერთ წელიწადზე მეტია ამ საქმის მოგვარებას ვეცადეთ თქვენთან საუბრებით, შიდა სივრცეში, თუმცა, თქვენ სამწუხაროდ არ შეისმინეთ…

დღესაც, აწ უკვე საჯარო ფორმატში, კვლავ ძალიან ბუნდოვან და ყოვლადგაუგებარ მოტივებზე აპელირებთ ამ საკითხზე, თუმცა, მადლობა ღმერთს, თქვენ არ უარყოფთ, რომ აღნიშნული პანაღია ამჟამად სწორედ თქვენთან არის და თქვენთვის ცილი არ დაგვიწამებია.

საინტერესოა თქვენს მიერ დღეს წარმოთქმული ფრაზა ჟურნალისტებთან: “ის (პანაღია) ელოდება პატრონს”. პანაღია არ ელოდება პატრონს, არამედ თქვენ ალოდინებთ მას, თორემ ნივთი არის მისი, ვინც თანხა შეუკვეთა და მოთხოვნილი თანხა სრულად გადაიხადა. ეს ელემენტარული სამართალია, რომელსაც არ სჭირდება ბევრი განსჯა.

სამწუხაროა, რომ თქვენმა დღევანდელმა ინტერვიუმ ამ საკითხზე კიდევ მეტად გაართულა აღნიშნული საქმის ვითარება. გულსატნეკია, რომ თქვენი პიროვნული შეხედულებები და სურვილები უფრო მაღლა დგას თქვენთვის ამ საქმეში, ვიდრე ობიექტური რეალობა.

მიუხედავად ყოველივესი, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ (მე – ლაშა დეისაძე-შარვაშიძე და გურამ მოდებაძე), ამ საკითხის კიდევ უფრო ოფიციალურ ფორმატში გადაზრდისგან. ჩვენ ტაძარში გაზრდილ-აღზრდილები ვართ, დიდი და ღვაწლმოსილი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ კალისტრატეს ომოფორის ქვეშ, ვიცით მღვდელმთავრის ხარისხისა და ამ ხარისხის მქონე პიროვნების პატივისცემა და დაფასება, თუმცა, რასაკვირველია, უპირველესად ვიცით, თუ როგორ უნდა ემსახუროს ჩვენი უღირსება ღმერთსა და მის სამართალს, რომელიც საღვთო სიმართლის საფუძველზე წყალობითაა აღსავსე. ჩვენი (ზემოთ დასახელებული ორი პიროვნების) თვითმიზანი არ არის სიტუაციის გამწვავება, არამედ უფლისადმი სასოებით, კვლავ არ ვკარგავთ იმედს, რომ თქვენი მხრივ მიღებული იქნება საღვთო სიმართლით განსმჭვალული მღვდელმთავრი გადაწვეტილება და ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ არ მოგვიწევს სამოქალაქო სამართლის სივრცეს ვთხოვოთ ამ საქმეში დახმარების გაწევა.

დღეს წმიდა დიდი მღვდელმთავრის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენების დღეა. დაე, წმიდა ნიკოლოზმა თავისი მღვდელმთავრი მადლითა და საკვირველთმოქმედებით შეაფასოს თქვენი, როგორც მღვდელმთავრის ქმედება ამ კონკრეტულ საქმეში და მოგმადლოთ სულიერი ნიჭი, ჭეშმარიტად მღვდელმთავრული, მართლმკვეთელური ნაბიჯის გადადგმისა.

ქრისტესმიერი სიყვარულით,

ლაშა დეისაძე-შარვაშიძე

ისტორიის დოქტორი, თეოლოგიის მაგისტრი

ქუთაისი 19 დეკემბერი, 2021 წელი”

The post “მას შემდეგ რაც ღვთივმიიცვალა მიტროპოლიტი კალისტრატე პირველი აღსარება სწორედ თქვენ ჩაგაბარეთ”_ლაშა დეისაძე_შარვაშიძე appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...