planeta.ge Posted December 19, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2021 ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი მეუფე იოანე, მის მიერ პანაღიას მითვისების შესახებ ბრალდებაზე, ქუთაისიპოსტის ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა.მიტროპოლიტმა ჟურნალისტი ეთიკის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა და უთხრა, რომ “დახვეწილი არამზადების” მსგავსად არ უნდა მოიქცეს.“თქვენ ასე უტიფრად რატომ მელაპარაკებით? დახვეწილი არამზადები ხომ არიან? აი ამას ნუ კადრულობთ. ადამიანმა იცის სახელები და სანამ არ მივაწექი, უხეშად რომ ვთქვათ, არ გამოთქვა. ჟურნალისტებს ეთიკაც ევალებათ, თქვენ ეთიკას არღვევთ”, – უთხრა ჟურნალისტს იოანე გამრეკელმა.მას პანაღიას შესახებ ბრალდება არ უარუყვია, თუმცა, თქვა, რომ პანაღია, რომელიც სამმა პირმა მღვდელმთავრობიდან გადაყენებული ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთვის შეუკვეთა, დამკვეთებს არ ეკუთვნის.“ვისთვისაც იყო გამზადებული ეს პანაღია, ის იყო გადაყენებული მსახური და ეს მას არ ეკუთვნოდა. მე ვუთხარი მათ (დამკვეთებს), ჩემი თუ არ გჯერათ, რომ ეს არ ეკუთვნის მას, მე ვკითხავ პატრიარქსთქვა. პასუხი ასეთია – ახლა არ ეკუთვნის და როცა დაბრუნდება მეუფე პეტრე და აღუდგება მღვდელმსახურება, მაშინ დაუბრუნდება ეს პანაღია. პანაღია ინახება, მოლოდინი არის, რომ მეუფე პეტრე შეინანებს თავის საქციელს და დაბრუნდება ეკლესიაში”, – განაცხადა მეუფე იოანემ.შეკითხვაზე ვისთან არის ახლა პანაღია, მეუფე პასუხობს:“თქვენ გამომძიებელი ხართ? პროკურორი ხართ? რა კითხვაა ეს? გითხარით, ინახება ეს პანაღია მოლოდინში და ვის ხელშია, არ აქვს მნიშვნელობა. არავინ არ სარგებლობს ამ პანაღიით, არავინ არ იკეთებს, ის ელოდება თავის პატრონს”.მეუფე იოანე არ უარყოფს, რომ პანაღიას შემკვეთებს თანხაც შესთავაზა, თუმცა, ამბობს, რომ მათ არ უნდათ ფულის აღება, რადგან ასეთ შემთხვევაში პანაღია მათი აღარ იქნება.“არც ფულს იღებენ და არც ჩერდებიან. მაშინ ვინაა მართალი? ვინც საეკლესიო და საერო სამართალზე თანახმაა, თუ ვინც ორივე უგულებელყო?ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ეკლესიასთან დაახლოებულმა პირებმა პანაღიას (მღვდელმთავრის შესამოსელის ნაწილი), მითვისებაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, მეუფემ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრესთვის (ცაავა) საჩუქრად გადასაცემად გამზადებული პანაღია მიითვისა და დამკვეთებს არ უბრუნებს.The post „დახვეწილი არამზადები ხომ არიან? აი ამას ნუ კადრულობთ“ – მეუფე იოანე „ქუთაისიპოსტის“ ჟურნალისტს appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts