planeta.ge Posted December 19, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2021 „აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმ წესების დასადგენად, რომელთა დაცვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება“, ამის შესახებ განცხადებას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, მიღწეულია შეთანხმება, რომ მოხდება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებული უსაფრთხოების პროტოკოლის და შესაძლო გახსნის პროცედურების, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზისა და შეფასებასთან ერთობლიობაში განხილვა, რომლის საფუძველზეც, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ღამის კლუბების ფუნქციონირება არის შეზღუდული.აღნიშნული სექტორის ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახურის, ქ.თბილისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლობის ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმ წესების დასადგენად, რომელთა დაცვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.აკრძალვის მიუხედავად, ზოგიერთი კლუბის მიერ დაანონსდა რამდენიმე ღონისძიების ჩატერება, რის გამოც შრომის ინსპექციის სამსახურში კვლავ გაიმართა შეხვედრა სექტორის წარმომადგენლებთან.შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ მოისმინეს ერთმანეთის პოზიციები, იმსჯელეს სექტორის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებულ გზებზე, რის შემდეგაც განხორციელდა დაანონსებული ღონისძიების გაუქმება.მიღწეულია შეთანხმება, რომ მოხდება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებული უსაფრთხოების პროტოკოლის და შესაძლო გახსნის პროცედურების, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზისა და შეფასებასთან ერთობლიობაში განხილვა, რომლის საფუძველზეც, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა შესაძლო რისკის, განსაკუთრებით ახალი, „ომიკრონ“ შტამის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფის განსაზღვრის შედეგად“,- აღნიშნულია განცხადებაში.ცნობისთვის, ორ წლიანი პაუზის შემდეგ ღამის კლუბებს მუშაობა 18 დეკემბერს უნდა გაეახლებინათ, თუმცა რამდენიმე საათით ადრე შრომის ინსპექციის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული და იმ შემთხვევაში თუ ისინი მუშაობას გააგრძელებდნენ დაჯარიმდებოდნენ.აღნიშნულ გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა სექტორის წარმომადგენლების პროტესტი, ისინი აცხადებდნენ, რომ დაგეგმილი ღონისძიებები მაინც გაიმართებოდა. საბოლოო ჯამში ღამის კლუბების გაერთიანებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაგეგმილი ღონისძიებები ერთი კვირით გადაედოთ.The post აღადგენენ თუ არა მუშაობას ღამის კლუბები საახალწლოდ – შრომის ინსპექციის განცხადება appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts