Jump to content
Planeta.Ge

დღეს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იწვიმებს


Recommended Posts

19 დეკემბერს ქუთაისში წვიმა და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ასევე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ფოთში. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. იწვიმებს.

მესტიაში მოსალოდნელია თოვლი და +2 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიამიანი ამინდია მოსალოდნელი, +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

+9 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.

გორში წვიმიანი დღე და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

გუდაურში თოვს. დღისით +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

ლაგოდეხში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად უნალექო დღე და +9 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

რუსთავში მოსალოდნელია წვიმა, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.

The post დღეს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იწვიმებს appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...