Jump to content
Planeta.Ge

„მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის მერე ციხეში არ იჯდება“ – იაგო ხვიჩია


Recommended Posts

„არ მჯერა იმის, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები ერთმანეთს ებრძვიან, არ მეგობრობენ ან ერთმანეთი არ „ევასებათ“, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. 

იაგო ხვიჩიას თქმით, ადამიანები ბევრად უფრო საღ აზრზე არიან და არ ჰყვებიან სიგიჟეს, რათა შუღლი გაღვივდეს.

„პოლარიზებული არიან პოლიტიკოსები. ისინი ერთმანეთში ჩხუბობენ, კინკლაობენ და ა.შ. არ მჯერა იმის, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები ერთმანეთს ებრძვიან, არ მეგობრობენ ან ერთმანეთი არ „ევასებათ“ და ერთად დროს არ ატარებენ.

წარმოიდგინეთ, ერთ პარტიას ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, ხოლო მეორე პარტიას ერთ მილიონამდე ადამიანმა და ხომ შეუძლებელია, ამ ადამიანებს ერთმანეთთან ბევრნაირი ურთიერთობა არ ჰქონდეთ? მათ შორის რომ რეალური მტრობა და შუღლი იყოს, ჩვენ ამას დავინახავდით. მიუხედავად ამდენი მცდელობისა, რომ ეს შუღლი გაღვივდეს, მადლობა ღმერთს, ადამიანები ბევრად უფრო საღ აზრზე არიან და არ ჰყვებიან სიგიჟეს, რომელიც საჯარო სივრცეში გვხვდება“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

„გირჩის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წლის მერე ციხეში არ იჯდება.

„მაინც მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის მერე არ იჯდება ციხეში. ის არანაირ ექვს წელს არ მოიხდის და ამ წელს მოგვარდება მისი ამბავი, მაგრამ მინდა, ეს ისე მოგვარდეს, რომ ჩხუბი დამთავრდეს და დამთავრდეს ეს დაუსრულებელი მიშა-ბიძინას კონფლიქტი, სადაც ხალხს ხელოვნურად ყოფენ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

The post „მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის მერე ციხეში არ იჯდება“ – იაგო ხვიჩია appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...