planeta.ge Posted December 19, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2021 მოლაპარაკე ქანდაკებების საიტზე თბილისიც გამოჩნდა – ძეგლზე მიმაგრებული მრგვალი ლურჯი სიმბოლო იმის მანიშნებელია, რომ ის ქართულ და ინგლისურ ენებზე დაგელაპარაკებიან. საიტის მონაცემებით, თბილისში ამ ეტაპზე 8 ქანდაკება გაგესაუბრებათ:ქართლის დედაილია და აკაკიშოთა რუსთაველიგიორგი ლეონიძეკონსტანტინე გამსახურდიანოდარ დუმბაძედავით გურამიშვილიგალაკტიონ ტაბიძეინსტრუქცია კი ასეთია: ქანდაკებასთან დამონტაჟებული კოდის დასკანერების შემდეგ ტელეფონი დაგირეკავთ – მწვანე ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ კი ძეგლი საუბარს დაიწყებს.რას ეტყოდნენ გალაკტიონი, რუსთაველი და სხვები გამვლელებს? – ტექსტები საკუთარი ინტერპრეტაციით დაწერეს ქართველმა მწერლებმა რატი ამაღლობელმა, ეკატერინე ტოგონიძემ, დათო ტურაშვილმა, ალეკო შუღლაძემ, გიორგი კეკელიძემ, შოთა იათაშვილმა, ეკა ქევანიშვილმა, ივა ფეზუაშვილმა. ტექსტები კი მსახიობებმა ნინო კასრაძემ, ბექა სონღულაშვილმა, ლაშა გურგენიძემ, ბაჩო ჩაჩიბაიამ, თემიკო ჭიჭინაძემ, კახა კინწურაშვილმა და დავით ბეშიტაიშვილმა გაახმოვანეს. The post მოლაპარაკე ქანდაკებები თბილისში – როგორ გავესაუბროთ ქართლის დედას, შოთა რუსთაველს, ილიას, აკაკის და .ა.შ. appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts