Jump to content
Planeta.Ge

ბრიტანეთში ომიკრონის 10 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილია 7 ადამიანი


Recommended Posts

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში სწრაფად გავრცელებადი ომიკრონის შტამის 10 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო ჯამში, შემთხვევების რაოდენობამ 25 000-ს, ხოლო ახალი შტამით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7-ს მიაღწია.

ბოლო რამდენიმე დღეა ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. 18 დეკემბერს ბრიტანეთში 90 000-ზე მეტი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. გაერთიანებულ სამეფოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 11 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 146 791 კი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით კი 1 მილიონზე მეტი მიმდინარე აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინერებულია გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის 76.3 %, ორი დოზით 69.6 %, ბუსტერ დოზა კი 35.8 %-მა მიიღო.

ომიკრონის სწრაფი გავრცელების გამო დიდ ბრიტანეთში განგაშის მეოთხე დონე გამოცხადდა. განგაშის მეოთხე დონე ნიშნავს, რომ ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ან მისი გავრცელების სიჩქარე სწრაფად მატულობს და გავრცელების შესაჩერებლად სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელია. დიდ ბრიტანეთში განგაშის ყველაზე მაღალი დონე მეხუთეა. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მომავალი კვირიდან ინგლისში ვაქცინის ბუსტერ დოზა 18 წელს ზევით ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი. პრემიერმინისტრის თქმით, მთავრობის მიზანია, რომ თვის ბოლომდე ბუსტერ დოზა ყველა მსურველმა გაიკეთოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, COVID-19-ის ახალი შტამი, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. 

 

ამჟამად COVID-19-ის სამხრეთ აფრიკული შტამი, რომელიც მუტაციების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოირჩევა, 65-მდე ქვეყანაშია გავრცელებული, მაგრამ მის შესახებ არსებული ინფორმაცია ჯერაც არ აძლევთ მეცნიერებს საბოლოო დასკვნის გამოტანის საშუალებას.

 

ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.

 

“მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ორი დოზა მაინც უზრუნველყოფს ომიკრონით გამოწვეული მძიმე გართულებებისგან დაცვას, წინასწარი მონაცემებიდან ირკვევა, რომ მაქსიმალური დაცვა Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზის მიღებით მიიღწევა.

COVID-19-ის გავრცელებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად ისევ ვაქცინაცია რჩება”. – ამბობს Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა.

The post ბრიტანეთში ომიკრონის 10 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილია 7 ადამიანი appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...