planeta.ge Posted December 18, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2021 ეკონომისტი ირაკლი ლატარია:,,რამდენი პოსტი ვარდება, წავედი ემიგრაციაშიო, პოლონეთში, ესტონეთში, მოლდოვაში და ა.შროგორ გული მწყდება, რა გახდა ეს ქვეყანა, სულ რაღაც 3 მილიონი ადამიანი ვართ და რით ვერ ავაწყვეთ ცხოვრება ისე, რომ ჩვენზე ბევრად ნაკლები პოტენციალის მქონე ქვეყნებში არ გარბოდნენ ჩვენი მოქალაქეები?უამრავი მილიონერი, მილიარდელი გვყავს და 99 % ცდილობს საზღვარგარეთ დაბანდოს თავისი ქონება და იქ ააწყოს ცხოვრება. ივანიშვილის გარდა, მე პირადად არ ვიცი არავინ ქართველი უმდიდრესი ადამიანი, რომელიც თუნდაც თავის რეგიონს მაინც ააყვავებდეს.3 მილიონი კაცის სტაბილურად შემოსავალზე დასმას რა უნდა, აი რააა? ჩვენშია ყველაში ალბათ პრობლემა, როდესაც ვინმეს სადმე ნიშნავენ (10 დან 7) საკუთარი თავის გარდა არაფერზე ფიქრობს, არადა ეგ ადამიანები ხომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ? ყველამ, რომ თავისი კონკრეტული საქმე აკეთოს ზედმიწევნით ერთგულებითა და პატიოსნებით, საქართველოში არ იქნება გაჭირვებული ოჯახი. ყველა რეგიონში შევიყვანოთ თითო ინვესტორი უდიდესი საწარმოების აშენების ვალდებულით და მხოლოდ ქართველების დასაქმებით, სახელმწიფომ კი გაათავისუფლოს იგი რამდენიმე წლით რომელიმე გადასახადისგან, მისცეს შეღავათები და ა.შ.. ძალიან მარტივად ვწერ ახლა, თორემ ბევრად მეტი მაქვს ნაფიქრელიც და დაწერილიც, მაგრამ ერთმანეთის ჭამაში რა ენერგიასაც ვხარჯავთ, ეს რომ ერთმანეთისთვის რაიმეს კეთებაში დავხარჯოთ ჩვენ ერი / ბერი ვერ გვაჯობებს.როგორი გულდასაწყვეტია, როდესაც შენი თანამოქალაქე მიდის ისეთ ქვეყანაში, რომელზეც მინიმუმ ორჯერ უკეთესადაც უნდა ვცხოვრობდეთ რომ მოგვენდომებინა!!!”The post ,,3 მილიონი კაცის სტაბილურად შემოსავალზე დასმას რა უნდა, აი რააა?” – ირაკლი ლატარია appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts