Jump to content
Planeta.Ge

“სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა წავიდეს საქართველოდან” – თემურ ალასანია


Recommended Posts

მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანია, “ტვ პირველის” ეთერში, ნოდარ მელაძესთან ინტერვიუს დროს, ისაუბრა სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო გადაყვანაზე და თქვა:

“მე ასეთი საუბრების შესახებ ჯერ არ ვიცი, იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები შედგება როდისმე. მე არ ვიცი, უკრაინაში უნდა წავიდეს, თუ სად წავიდეს, მაგრამ მე ვურჩევდი საქართველოდან წავიდეს და მიიღოს სათანადო, დროული მკურნალობა, დღეს ჩვენ შეჯიბრება გვაქვს არა ივანიშვილთან, არა – მთავრობასთან, არა – ოპოზიციასთან, ჩვენ დღეს ვეჯიბრებით დროს. სასწრაფოდ უნდა წავიდეს, იმიტომ რომ მას სჭირდება მკურნალობა,. მას სჭირდება კვალიფიციური მკურნალობა.”

კითხვას, შეთანხმება ასეთი უნდა იყოს, სააკაშვილის გამოშვება სამკურნალო მიზნებისთვის?, ალასანია ასე პასუხობს:

“რასაკვირველია, ჩემთვის მნიშვნელოვანია ახლა ერთი, ჩემი დის შვილი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იყოს ჯანმრთელი, არ გაუარესდეს ყოველ შემთხვევაში და მოვახერხოთ მისი გაყვანა, რასაკვირველია, სახელმწიფოს დახმარებით, მე არ ვიძახი, მათი გვერდის ავლით, ვთქვათ, კიდევაც, კეთილი ნებით, თუ კეთილგონიერებით, თუ იძულებით. უნდა წავიყვანოთ სააკაშვილი სამკურნალოდ.

შეიძლება მე ახლა მითხრან, გადაგიყვანთ მალაზიაში საცხოვრებლად, სამკურნალოდ და შეიძლება განვრისხდე, მაგრამ თუ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი იქნება, რომ სხვა გზა არ მექნება, ჩემი განსჯის კატეგორიების საგანი და გადაწყვეტილების მიმღები მეთოდოლოგია გამოიცვლება.”

The post “სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა წავიდეს საქართველოდან” – თემურ ალასანია appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...