Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo „გაიყვანეთ ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან“ – მაკფოლის პირობები პუტინს


Recommended Posts

რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი აშშ-სა და ნატო-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების პროექტის შესახებ კრემლის პირობას გამოეხმაურა.

მაკფოლმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საპასუხო პირობები შესთავაზა.

„ახლა, როცა პუტინმა უსაფრთხოების ახალი შეთანხმების შესახებ თავისი იდეები გამოაქვეყნა, ნება მომეცით, წარმოვადგინო შეთანხმების პროექტის რამდენიმე დამატებითი მუხლი: მუხლი 1. რუსეთი თანხმდება მოლდოვიდან ჯარების გაყვანას და ამ ევროპული ქვეყნის სრული სუვერენიტეტის აღდგენას. მუხლი 2. რუსეთი თანხმდება საქართველოდან ჯარების გაყვანაზე, უარს ამბობს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებაზე და აღადგენს საქართველოს სუვერენიტეტს. მუხლი 3. რუსეთი თანხმდება უკრაინიდან ძალების გაყვანაზე, უბრუნებს ყირიმს უკრაინას, წყვეტს სეპარატისტული ძალების მხარდაჭერას და აღადგენს ამ ევროპული ქვეყნის სრულ სუვერენიტეტს. მუხლი 4. რუსეთი თანხმდება ისკანდერის რაკეტების გამოყვანაზე კალინინგრადიდან. მუხლი 5. რუსეთი თანხმდება შეაჩეროს მკვლელობის ოპერაციები ევროპაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, რუსეთი განამტკიცებს თავის დადებულ პირობებს, იმ შეთანხმებებზე, რომლებსაც უკვე მოაწერა ხელი, მათ შორის ჰელსინკის საბოლოო აქტზე, პარიზის ქარტიასა და ბუდაპეშტის მემორანდუმზე“, – განაცხადა მაკფოლმა.

The post „გაიყვანეთ ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან“ – მაკფოლის პირობები პუტინს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...