planeta.ge Posted December 18, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2021 ამერიკის შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების გადაყვანას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.„თუ ჩვენი ნატო-ს რომელიმე მოკავშირე ითხოვს დამატებით ძალებს ან დროებით ელემენტებს, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს რუსეთსა და უკრაინაში, მაგრამ არ აპირებს დაზვერვის ანგარიშების დეტალებში შესვლას.„არ გვინახავს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების განლაგებაში. ისინი კვლავ იქ არიან დიდი რაოდენობით“, – თქვა კირბიმ.The post აშშ აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების გადაყვანას არ გამორიცხავს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts