planeta.ge Posted December 18, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2021 „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების მესამედი აიღო, აქვს ამბიციები გაიფორმოს არჩევნები გამარჯვებულად“, – ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.როგორც ხარჩილავამ აღნიშნა, მმართველი პარტია პოლიტიკოსების გადაბირებისთვის მუქარასა და შანტაჟს იყენებს, რამაც გახარიას პარტიის შემთხვევაში გავლენა უკვე იქონია.წალენჯიხის მერი ამბობს, რომ საკრებულოს მომავალ სხდომაზე თავისი კანდიდატურას დააყენებენ. ის გახარიას გუნდს მათი კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.„ქართულ ოცნებას“, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების მესამედი აიღო, აქვს ამბიციები გაიფორმოს არჩევნები გამარჯვებულად. ის მუშაობს თავისი მეთოდებით – მოსყიდვა, შანტაჟი, მუქარა. თავის მხარეს გადაჰყავს ადამიანები და პრაქტიკულად, ეს გახარიას პარტიის შემთხვევაში უკვე მოხდა. ჩვენ დავაყენებთ ჩვენს კანდიდატურას, კეთილი ინებონ და ამომრჩევლის ნების შესაბამისად ისევე დაგვიჭირონ მხარი ღიად, როგორც ჩვენ გავაკეთეთ და ვაპირებდით მათთვის მხარის დაჭერას“, – განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.ცნობისთვის, 7 მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ამ დრომდე არ არის არჩეული. სხდომა, სავარაუდოდ, ხუთშაბათს ჩატარდება. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს თავმჯდომარეები მორიგ ჯერზეც ვერ აირჩიეს, კანონის თანახმად, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ხელახალი არჩევნები გაიმართება.The post წალენჯიხის მერი: „ოცნება“ ადამიანების გადასაბირებლად შანტაჟს იყენებს – გახარიას პარტიის შემთხვევაში ეს მოხდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts