planeta.ge Posted December 18, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2021 ესტონეთის პრემიერის, კაია კალასის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიპლომატების მოსმენის ფაქტზე ესაუბრა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ესტონური სააგენტო Delfy Eesti Päevaleht-ზე დაყრდნობით ავრცელებს.„მე მას ვუთხარი, რომ გვსურს მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ საქართველოს, მაგრამ ეს მათ ეს საქმე უნდა გაგვიიოლონ. ჩაატარონ სასამართლო რეფორმა, შეეცადონ, გადალახონ საზოგადოებრივი განხეთქილება. მე ვუთხარი, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, რომ თქვენ გვისმენთ. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, არაფერს ცუდს თქვენს ზურგს უკან არ ვამბობთ. ასე არ გამოვა.ვკითხე, რამდენად შორსაა წასული გამოძიება ამ საკითხის შესახებ, რადგან აქამდე ამბობდნენ, რომ ის მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერმინისტრის ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიდის, თუმცა, მას კონკრეტული პასუხი არ ჰქონია“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.The post ესტონეთი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილს – მიუღებელია, რომ გვისმენთ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts