Jump to content
Planeta.Ge

ხვიჩა კვარაცხელიათი ინგლისის პრემიერლიგის კიდევ 3 კლუბი დაინტერესდა


Recommended Posts

ინტერნეტგამოცემა “ფუტბოლ ინსაიდერი” იუწყება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიათი ინგლისის პრემიერლიგის კიდევ სამი კლუბი დაინტერესდა.

წყაროს თანახმად, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე 20 წლის ქართველი ფეხბურთელის მიმართ კონკრეტულ ინტერესს “ვესტ ჰემ იუნაიტედი” და “ევერტონი” აფიქსირებენ. კვარაცხელიას დამატებაზე “საუთჰემპტონიც” ფიქრობს. დასახელებულ კლუბებს ზამთარში შეტევითი ხაზის გაძლიერება სურთ და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საუბარი იყო “ტოტენჰემ ჰოთსპურში” ან “მილანში” ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო გადასვლაზე.

ქართველ ფეხბურთელსა და “რუბინს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს.

The post ხვიჩა კვარაცხელიათი ინგლისის პრემიერლიგის კიდევ 3 კლუბი დაინტერესდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...