planeta.ge Posted December 18, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2021 „ჩემ მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე კანონის უზენაესობის პრინციპების მტკიცედ დაცვა დავიწყეთ და ქვეყანაში დავამკვიდრეთ წესრიგი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, თავს არავის დაუხრიან და არც არავის დაუწყებენ ზემოდან ყურებას.„თუ სახელმწიფოს სახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია აქვს, მან უმთავრესი პრინციპები უნდა დაიცვას. უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა და შეასრულოს ვალდებულებები. სამწუხაროდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ზოგიერთი პოლიტიკოსები ამას არ აღიარებდნენ. ჩემ მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე ამ პრინციპების მტკიცედ დაცვა დავიწყეთ და ქვეყანაში დავამკვიდრეთ წესრიგი და ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ. ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ არავის არ დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან, საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ჩვენს ამაყ და თავისუფლების მოყვარულ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.The post ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი პრემიერობის დროს ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts