Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo PACE საქართველოში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


Recommended Posts

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანმა და კლოდ კერნმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

PACE-ის მომხსენებლებმა PACE-ს მომხსენებლებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოში არსებული უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატის გამო, რომელიც ყოველგვარ პოლიტიკურ თანამშრომლობასა და დიალოგს გამორიცხავს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლარიზებული პოლიტიკური გარემო ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობასა და დემოკრატიულ კონსოლიდაციას, რაც საქართველოს მიერ წლების განმავლობაში ამ კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს საფრთხეს უქმნის.

„დემოკრატიული კონსოლიდაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალის საერთო პასუხისმგებლობა და ამიტომ მოუწოდებენ მათ, განსაკუთრებით ორ უდიდეს პარტიას, „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ქვეყნის საერთო ინტერესები ვიწრო პარტიულ-პოლიტიკურ სტრატეგიაზე მაღლა დააყენონ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

PACE-ის თანამომხსენებლები საუბრობენ სასამართლო სისტემაზეც და აღნიშნავენ, რომ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება საქართველოს მოქალაქეების სრული ნდობა, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის აუცილებელი პირობაა.

„მომხსენებლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ, რომ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა განაგრძო უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადების ავტორები შეშფოთებულები არიან ლგბტი თემის მიმართ ჰომოფობიისა და შეუწყნარებლობის მზარდი საჯარო გამოხატვის გამო.

„მომხსენებლებმა დაგმეს ძალადობრივი თავდასხმები და კონტრდემონსტრაციები, რომლებიც მოხდა პრაიდის კვირეულის დროს 2021 წლის ივლისში. მომხსენებლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, სრულად გამოიძიონ ეს ძალადობრივი ქმედებები და დამნაშავეები დაისაჯონ“, – აღნიშნულია PACE-ის განცხადებაში.

The post PACE საქართველოში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...