Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს


Recommended Posts

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მითვისების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. პროკურატურა სასამართლოს განაჩენს სასჯელის ნაწილში არ ეთანხმება და კანონით დადგენილ ვადაში  სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

„ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის კომპიუტერული ექსპერტიზის სამმართველოში ექსპერტის თანამდებობაზე მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა  დიდი ოდენობით – 286 401 ლარის, 9 350 აშშ დოლარის, 1 250 ევროს,  15 000 უკრაინული გრივნას ღირებულების სხვადასხვა მოქალაქეთა კუთვნილი საკვლევი ნივთიერი მტკიცებულებები და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კუთვნილი ტექნიკა:  მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი სხვა მოწყობილობები.

პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული 2021 წლის 24 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

The post სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...