Jump to content
Planeta.Ge

გიორგი წიტაიშვილი ქართველების გუნდში გადადის


Recommended Posts

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კიევის “დინამოს” შემტევი გიორგი წიტაიშვილი, დიდი ალბათობით, კარიერას სლოვაკურ “სლოვანში” გააგრძელებს.

მხარეებმა თითქმის ყველა დეტალზე მოილაპარაკეს და ტრანსფერი მალე ოფიციალურად გამოცხადდება. წიტაიშვილი “სლოვანში” იჯარით წავა და სლოვაკებს მისი გამოსყიდვა 2 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

გიორგი იჯარით ოდესის “ჩერნომორეცში” გამოდიოდა, თუმცა “ჩერნომორეცში” ხელმძღვანელობა იცვლება და არენდით მოსულ ფეხბურთელებს უკან აბრუნებენ.

“სლოვანს” საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი თავკაცობს. გუნდში ნაკრების კაპიტნები, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა არიან.

The post გიორგი წიტაიშვილი ქართველების გუნდში გადადის appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...